logo_geo
eng_logo
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „მილანი“ დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია
- +

20 მარტი. 2023. 01:49

 

 

იტალიის ჩემპიონატში 22-ე ტურის მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელები უშუალო კონკურენტ „მილანს“ ესტუმრნენ და 70:66 დაამარცხეს.

 

„ვირტუსი“ თავიდანვე ფლობდა უპირატესობას და პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ გამარჯვება რეალური იყო. გადამწყვეტ მომენტში, თანაბარი თამაშისას მეტი სიზუსტე ბოლონიელებმა გამოავლინეს და ოთხი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

 

შენგელიამ 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. „ვირტუსში“ ყველაზე მეტი, 12 ქულა მარკო ბელინელის ჰქონდა.

 

22 ტურის შემდეგ შენგელიას გუნდს 18 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეა „მილანი“, რომელსაც ერთით ნაკლები მოგება აქვს. სერია A-ში „ვირტუსი“ მომდევნო მატჩს 26 მარტს „პესროს“ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner