logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან
- +

20 მარტი. 2023. 09:36

 

 

„პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, მაგალითად, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილთან, არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან სასაუბროდ“, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რესურსი და აღნიშნა, რომ ის წინა წლებშიც ცდილობდა ოპოზიციის გაერთიანებას, თუმცა, დეტალები ხელს უშლიდა. წამყვანების კითხვაზე, ვისთან ერთად მოიაზრებს ოპოზიციურ ერთობას, მარგველაშვილმა განაცხადა: „ყველაზე მეტად - ვაშაძე, ლაკა, ჯაფარიძე, „ლელო“.

 

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის წარუმატებელი პროექტია. მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა მან საკუთარი ანალიზის საფუძველზე გამოიტანა და დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს.

 

„რა ფაქტი უნდა მქონდეს, წარუმატებელი პროექტია - ერთი და მეორეც, მე ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებმაც მიტინგები დაარბიეს, არ მაქვს ღირებულებითი შეთავსებულობა არანაირად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner