logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც ტიკტოკზე „ნაცების“ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?
- +

20 მარტი. 2023. 12:58

 

 

დეპუტატი ნინო წილოსანი მწერალ დათო ტურაშვილის ემოციური მიმართვის შემდეგ მისი შეუძლოდ გახდომისა და კლინიკაში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება.

 

დეპუტატის თქმით, არანაკლები სტრესი მიადგა მმართველი გუნდის ოჯახის წევრებს იმ კამპანიებით, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შემდეგ საზოგადოებაში შეიქმნა, თუმცა, როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, ამის შესახებ მათ საჯაროდ არ უსაუბრიათ:

 

„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. მეორე, - რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური ფეიკ-კამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!“ - ამის შესახებ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ… გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით „ტიკტოკზე“ ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე? მათ შორის, საკუთარი „ნაცი“ მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები? გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი… ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე,თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!“ - წერს ნინო წილოსანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner