„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც მისი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს.
აღნიშნულ ფაქტს კობახიძე ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელებად აფასებს:
„ბიზნესის რეკეტით, ჯარის გაძარცვითა და საერთაშორისო თაღლითობით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რომელიც საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს“, - წერს ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე.
https://www.facebook.com/KobakhidzeOfficial/posts/761013738715593