logo_geo
eng_logo
გია სალუქვაძე ელისო ცხადაიას შეხვდა
- +

31 აგვისტო. 2016. 16:34



გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძესთან ერთად „ქეა საერთაშორისო კავკასიაში" კოოპერატივების განვითარების კოორდინატორს ელისო ცხადაიას შეხვდა.


„ქეა საერთაშორისო კავკასიაში" გეგმავს მიმართოს ევროკავშირს პროექტის დასაფინანსებლად, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის გურიაში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. პროექტის დირექტორმა სილვია სანხუან მუნიოსმა დეტალურად ისაუბრა პროექტის კონცეფციაზე.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნება საბჭო, რომლის წევრებიც იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი ხელისფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. საბჭოს წევრები კვლევების საფუძველზე გამოავლენენ რეგიონში სოციალურ საჭიროებებს და მოხდება პრიორიტეტების დაფინანსება.

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner