logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: პრეზიდენტ პუტინს დააპატიმრებენ მაშინვე, როგორც კი ის რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში ჩავა
- +

20 მარტი. 2023. 17:36

 

 

„თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს 130-მდე ქვეყანაში ჩავიდეს, მაშინ ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ის დააპატიმროს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

 

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ვიცით რუსეთის ხელისუფლების რეაქცია. ამბობენ, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი არ არის, მაგრამ მოდით, შევხედოთ პრაქტიკულ მხარეს და შედეგებს ამ გადაწყვეტილების. თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს 130-მდე ქვეყანაში ჩავიდეს, მაშინ ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ის დააპატიმროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა დააპატიმრონ მათ, ვისაც საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი და ეს გასათვალისწინებელია, კარგად შესაფასებელი. ვისთანაც გვინდა, მოლაპარაკებას იმასთან გავმართავთ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია. პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრება მოხდება მაშინვე, როგორც კი ის რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში ჩავა“, - განაცხადა ბორელმა.

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner