logo_geo
eng_logo
კასპში საქართველოს პირველობა სამბოში გაიმართა
- +

20 მარტი. 2023. 17:53

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსში სამი დღე მიმდინარეობდა საქართველოს პირველობა ჭიდაობა სამბოში (ჭაბუკები, ახალგაზრდები, კადეტები).

 

ასაკობრივი ჯგუფებისა და წონის მიხედვით კასპელმა  მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

 

ჭაბუკები 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი დამსახურებულად სანდრო ახლოურმა მოიპოვა, რომელმაც მეორე წრეში ოთხივე მეტოქე დაამარცხა.

ვერცხლის მედალოსნები:  კადეტები - 46 კგ წონითი კატეგორია თემო გოგრიჭიანი,  53 კგ წონითი კატეგორია ალეკო ხიზამბარელი.

 

ბრინჯაოს მედალოსნები: ჭაბუკები 53კგ წონითი კატეგორია გიორგი ხიზამბარელი, კადეტები 71 კგ წონითი კატეგორია საბა თაყაიშვილი და ახალგაზრდები 79 კგ წონითი კატეგორია სოსო ჟივიძე.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა გამარჯვებულს, მათ მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner