კასპის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსში სამი დღე მიმდინარეობდა საქართველოს პირველობა ჭიდაობა სამბოში (ჭაბუკები, ახალგაზრდები, კადეტები).
ასაკობრივი ჯგუფებისა და წონის მიხედვით კასპელმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჭაბუკები 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი დამსახურებულად სანდრო ახლოურმა მოიპოვა, რომელმაც მეორე წრეში ოთხივე მეტოქე დაამარცხა.
ვერცხლის მედალოსნები: კადეტები - 46 კგ წონითი კატეგორია თემო გოგრიჭიანი, 53 კგ წონითი კატეგორია ალეკო ხიზამბარელი.
ბრინჯაოს მედალოსნები: ჭაბუკები 53კგ წონითი კატეგორია გიორგი ხიზამბარელი, კადეტები 71 კგ წონითი კატეგორია საბა თაყაიშვილი და ახალგაზრდები 79 კგ წონითი კატეგორია სოსო ჟივიძე.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა გამარჯვებულს, მათ მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს.