მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„სიმართლეა, რომ ჩვენი ქვეყნები ერთი და იგივე მიზნებს იზიარებენ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ერთად ვიმუშაოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, სი ძინპინმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა პუტინის ხელახლა არჩევის მიმართ.
ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი „ძლიერ აფასებს“ ჩინეთ-რუსეთის კავშირებს და რომ ორივე ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს განვითარების მიზნების შესასრულებლად.