logo_geo
eng_logo
CNN: სი ძინპინმა პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ
- +

21 მარტი. 2023. 00:36

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„სიმართლეა, რომ ჩვენი ქვეყნები ერთი და იგივე მიზნებს იზიარებენ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ერთად ვიმუშაოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, სი ძინპინმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა პუტინის ხელახლა არჩევის მიმართ.

ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი „ძლიერ აფასებს“ ჩინეთ-რუსეთის კავშირებს და რომ ორივე ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს განვითარების მიზნების შესასრულებლად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner