logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: არც ერთი ჯანმრთელი ხე არ მოიჭრება
- +

31 აგვისტო. 2016. 16:39



გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას განაცხადა, რომ არც ერთი ჯანმრთელი ხე არ მოიჭრება და ყველა ხე შესწავლილია შესაბამისი ექსპერტების მიერ.



მინისტრი ბორჯომის ე.წ.პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარულ ჭრებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან ერთად გაეცნო. სანიტარული ჭრები ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო-სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთი და განსაკუთრებით ბორჯომის პლატო წარმოადგენს მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების არეალს. მავნე მწერმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წიწვოვან კორომებს. მინისტრის ინფორმაციით, სატყეო-სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით. ტერიტორიაზე განთავსებულია 5 000 ცალი მწერსაჭერი, რომელთა მონიტორინგი სპეციალისტების მიერ პერმანენტულად ხორციელდება.



მინისტრის თქმით, მიუხედავად ბრძოლის ღონისძიების შედეგად ხმობის ინტენსივობის კლებისას საუკეთესო შედეგის მიღებისა და მავნებლების სრულად ლიკვიდაციისთვის აუცილებლობას წარმოადგენს ბრძოლის ღონისძიების გაგრძელება. მათ შორის სანიტარული ჭრების განხორციელება, რაც რეკომენდირებულია სატყეო-პათოლოგიური შესწავლითა და 2015 წელს ბრძოლის ღონისძიების შეფასების დოკუმენტით.



გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს პლატოს ტერიტორიაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით განხორციელდა სანიტარული ჭრა 1320 კუბურ მეტრ მოცულობით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გაუნაწილდა, ხოლო მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ დაქირავებული კომპანია 3400 კუბურ მეტრს დაამზადებს და ჩააბარებს სააგენტოს, ხოლო სააგენტო მიღებულ რესურსს კანონმდებლობით დადგენილი წესით ღია აუქციონის მეშვეობით განკარგავს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner