logo_geo
eng_logo
კოლუმბიის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარ ნარკოკარტელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააუქმა
- +

20 მარტი. 2023. 20:03

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ნარკოკარტელ „ყურის კლანთან“ (Gulf Clan) დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება.

გუსტავო პეტრომ ქვეყნის მთავარი ნარკოკარტელი „ტერორისა და შიშის დათესვაში“ დაადანაშაულა და სამართალდამცველებს კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განახლება უბრძანა.

მისი განცხადებით, ნარკოკარტელის წევრებმა შეთანხმება დაარღვიეს, როდესაც ერთ-ერთ რაიონში პოლიციას გაუხსნეს ცეცხლი.

„ყურის კლანმა“ და კოლუმბიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გასული წლის დეკემბერში გააფორმეს, რაც გუსტავო პეტროს მიერ გამოცხადებული „ტოტალური მშვიდობის“ გეგმის ნაწილი იყო.

31 დეკემბერს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ეხებოდა არა მხოლოდ „ყურის კლანს“, არამედ „ეროვნული გამათავისუფლებელი არმიისა“ (ELN) და „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ (FARC) მეამბოხეებს.

აღსანიშნავია, რომ გუსტავო პეტროს წინამორბედი ივან დუკე, მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩატარების აქტიური მომხრე იყო, გუსტავო პეტროს პოლიტიკა კი მოლაპარაკებების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე იყო აგებული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner