logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე: არანაირი გამჭვირვალობის სისტემა არ არსებობს, ყველა ეს ხარჯი არის ფარული
- +

20 მარტი. 2023. 20:36

"არასამთავრობოები, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, და ეს აღარ არის ის სექტორი, რომელიც განყენებულად აკვირდება საკითხებს, მათ პროპაგანდით დაარწმუნეს ხალხის ნაწილი, რომ არ აინტერესებთ, რა ფული შედის რადიკალიზმის წამახალისებელ ორგანიზაციებში, იქნება ეს „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. ადამიანებს უარი ათქმევინეს საკუთარ უფლებაზე, იცოდნენ, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული აქტორების უკან," - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„არანაირი გამჭვირვალობის სისტემა არ არსებობს ამ სექტორის დაფინანსების - პირიქით, ყველა ეს ხარჯი არის ფარული. არიან ორგანიზაციები, რომლებიც ინფორმაციის ნაწილს ნებაყოფლობით აქვეყნებენ - ზოგი დეტალურად, ზოგი უფრო ნაკლები დეტალიზებით, მაგრამ საზოგადოებას არ აქვს ხელში ბერკეტი, რომ ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რა ფინანსები შემოედინება ქართულ პოლიტიკაში. არასამთავრობოები, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, და ეს აღარ არის ის სექტორი, რომელიც განყენებულად აკვირდება საკითხებს, მათ პროპაგანდით დაარწმუნეს ხალხის ნაწილი, რომ არ აინტერესებთ, რა ფული შედის რადიკალიზმის წამახალისებელ ორგანიზაციებში, იქნება ეს „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. ფაქტობრივად, ადამიანებს უარი ათქმევინეს საკუთარ უფლებაზე, იცოდნენ, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული აქტორების უკან“, - აცხადებს პაპუაშვილი.

„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება სთხოვა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner