ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას ეხმაურება.
„გავეცანი ჭორებს [ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე], ჯერ არ მინახავს რაიმე ფაქტი და ამიტომ არ ვიცი რა მოხდება. თუმცა, მე ვიცი ეს. მანჰეტენის ოლქის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებული პროკურორია და ამიტომ ის, ისევე როგორც სოროსის მიერ დაფინანსებული სხვა პროკურორები, თავიანთ თანამდებობას იარაღად იყენებენ, რათა საზოგადოებას თავზე მოახვიონ პოლიტიკური დღის წესრიგი კანონის უზენაესობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარჯზე. სოროსის პროკურორები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მე უბრალოდ მიხარია, რომ მე ვარ ერთადერთი გუბერნატორი ქვეყანაში, რომელმაც ფაქტობრივად გაათავისუფლა თანამდებობიდან [სოროსის პროკურორი] ჩემი მმართველობის პერიოდში“, - აღნიშნა დესანტისმა.
მანამდე აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების იდეა და პროკურატურის მხრიდან შესაძლო ქმედებას უწოდა „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „არა ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს“.