logo_geo
eng_logo
„ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას“ - გია აბაშიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი
- +

20 მარტი. 2023. 23:06

 

ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

Hypocritical For the EPP NGOs should be subject of stricter transparency regulations in the EP. For the same legislation is "Russian".
ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! და ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?!

ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ გამოდიან მოწოდებით, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

არ დავიღლები გამეორებით - საქართველოში აგრესორი რუსეთის ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მანქანაა დასავლური ფლიდობა!

ევროკავშირის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადება გადავაკეთე, რომლითაც ის ამუნათებდა "ხალხის ძალის" კანონპროექტს" და ჩავანაცვლე EPP-ით: "შემაშფოთებელია EPP-ის მიერ (ევრო)პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლში", - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner