logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, FARA-ს ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას
- +

20 მარტი. 2023. 23:17

 

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, EPP-ის ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ მკაფიო სტანდარტებსა და გამჭვირვალე და აუცილებლად განსახორციელებელ წესებს და ამით ფიქრობენ იმ უნდობლობის მასშტაბური კრიზისის აღმოფხვრას რაც ევროპარლამენტს დღეს აქვს.

რა შეიცვალა მეგობრებო?! EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს და საკუთარი Tweeter- ები წარმოდგენილი კანონპროექტების დაგმობით ააჭრელეს, დღეს მოწოდებით გამოდიან რათა აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას.

ინიციატივის დროულობისა და საჭიროების ხაზგასასმელად ე.წ. Qatargate-ის საქმე მოჰყავთ (კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში როცა ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და მათმა რამდენიმე სოციალისტმა კოლეგამ სისტემა ბოროტად გამოიყენეს). ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრები, მხარს უჭერენ მკაფიო სტანდარტებსა და გამჭვირვალე და აუცილებლად განსახორციელებელ წესებს და ამით ფიქრობენ იმ უნდობლობის მასშტაბური კრიზისის აღმოფხვრას რაც ევროპარლამენტს დღეს აქვს. რა შეიცვალა მეგობრებო?! ქართული სახელმწიფოსთვის წარმოდგენილი კანონპროექტი რუსული იყო და ამადვე დარჩა და თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რათა თქვენდამი არსებული უნდობლობის ხარისხი როგორმე „გამოისყიდოთ"?! ორმაგი სტანდარტი რომელსაც თქვენ იჩენთ აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, ევროპარლამენტის იმიჯს და საფუძვლიანად ცვლის ჩვენს თქვენზე წარმოდგენას. დაფიქრდით ამაზე...“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner