logo_geo
eng_logo
პარტია "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ბოლო ეტაპი დაიწყო
- +

10 მარტი. 2016. 14:10



ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა,  სადაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ადგილობრივ აქტივს და პარტიის წევრებს შეხვდნენ.


კონფერენციაზე ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის თავჯდომარედ ტარიელ თუთარაშვილი აირჩიეს,  აგრეთვე დაამტკიცეს ბიუროს წევრები და პარტიის ყრილობის დელეგატები. დღის მეორე ნახევარში კონფერენცია გაიმართება ვანის მუნიციპალიტეტში.


პარტიის საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები ჩატარდა თითქმის მთელ საქართელოში. ეს პროცესი მომავალ კვირას დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner