logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: აშშ-მ სააკაშვილის უგუნური ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა...
- +

31 აგვისტო. 2016. 16:57



„აშშ-მ სააკაშვილის უგუნური ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილა, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოგებულიყო პროვოკაციაზე  და არ დაეწყო საომარი მოქმედებები 2008 წელს", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან" საუბრისას.




„ეს ქმედება შეფასებულია ჯერ კიდევ ტალიავინის მოხსენებაში, რომ საბრძოლო ოპერაციების დაწყება და ცეცხლის გახსნა სწორედ სააკაშვილის კისერზეა. აშშ-მ სააკაშვილის უგუნური ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილა, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოგებულიყო პროვოკაციაზე  და არ დაეწყო საომარი მოქმედებები 2008 წელს. თუმცა  რუსულმა მხარემ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ხაფანგში  შეეტყუებინა  მიხეილ სააკაშვილი. ეს შეესაბამება სიმართლეს", -  განმარტავს ვახტანგ მაისაია.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner