logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ვინც დღეს ბოიკოტი გამოუცხადა არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას, მათ მიერ განხორციელებულ საუკუნის „აფიორასთან“ გვქონდა საქმე
- +

21 მარტი. 2023. 13:40

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის  ბიოკოტს  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას.

 

 „ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ეს ის ქვეყნებია ,სადაც მოქმედებს რუსული კანონი. კანადა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, მათ შორის ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ეს ის ქვეყნებია, სადაც ახლა განიხილება აქტიურად რუსული კანონის მიღება. მხოლოდ ეს ფაქტი არის საკმარისი ვთქვათ, რომ იმ პარტიებს, რომელმაც დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას, მათ მიერ განხორციელებულ საუკუნისაფიორასთანგვქონდა საქმე, რომელიც იქნება გაკვეთილი იმისა თუ როგორ შეიძლება იაფფასიანი ტყუილებით იმოქმედოს ჰიბრიდული ომის ტექნიკის მცოდნე ადამიანმა იმისათვის, რომ საზოგადოების გულწრფელ ემოციებზე იმოქმედოს და ითამაშოს.

 

დეპუტატმა ვანო მერაბიშვილის მიერ ინტერვიუს დროს ნათქვამი რამდენიმე ციტატა გაიხსენა.

 

 „ამ ციტატაში ჩანს რეალური მიზნები რაც გააჩნიანაციონალურ მოძრაობასდა რადიკალურ ჯგუფებს, რომლებსაც სინამდვილეში არ აინტერესებთ არც ჩვენი ადამიანების გულწრფელი პროცესი, არც 12 რეკომენდაციის შესრულება, არც საქართველოს დაახლოება ევროინტეგრაციის გზაზე. ერთადერთი მათი მიზანია რაიმენაირად არეულობის შექმნა ამ ქვეყანაში, რაც უნდა გადაიზარდოს საომარ მოქმედებებში და ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მათ პირად კეთილდღეობას უზრუნველყოფს, თორემ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების კეთილდღეობა რომ მათ არ ადარდებდათ მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობა და ბიოგრაფია არის ამის მაგალითი, -განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner