logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: საზღვარგარეთ ახალგაზრდების განათლების და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება
- +

21 მარტი. 2023. 14:00

 

 

აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ 2023 წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება 400 სტუდენტს დაუფინანსდება.

 

,,ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ  განათლების და ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობას. სულ რამდენიმე დღის წინგვქონდა შეხვედრა სხვადასხვა  კურსის  სტუდენტებთანმათგან წამოვიდა თხოვნა, რომ კიდევ უფრო  გავზარდოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების კუთხით. ამიტომ, მინდა ვთხოვო განათლების და ფინანსთა მინისტრებს, რომ გავითვალისწინოთ ახალგაზრდების მისწრაფება, სურვილი და გავაორმაგოთ უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდების განათლების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

განათლების მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, რაც აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე ახალგაზრდებისთვის სწავლების დაფინასებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner