logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: თუ ის ნამდვილად ასე ფიქრობს, ბურჭულაძეს არ ვურჩევდი ხელისუფლებაში მოსვლას
- +

ავტორი ანა ფერაძე

31 აგვისტო. 2016. 17:00



პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბრისას „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერ პაატა ბურჭულაძის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა და მას სასაცილო უწოდა. ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბურჭულაძის პარტიის გაერთიანებაში „ნაციონალების" ნარჩენები არიან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ.




„ვფიქრობ, ეს სახუმარო თემაა და პაატა ბურჭულაძე სოციალურად დაუცველი პირების გაზრდას არ ფიქრობს, მაგრამ თუ ის ნამდვილად ასე ფიქრობს, ბურჭულაძეს არ ვურჩევდი ხელისუფლებაში მოსვლას.

 

პაატა ბურჭულაძეს, როგორც მომღერალს, დადებითად ვუყურებდი, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების მომხრეები და ჰომოსექსუალების დამცველები დღეს „რესპუბლიკელებთან" და „ნაციონალებთან" ერთად არიან პაატა ბურჭულაძის ბლოკის წარმომადგენლები.

 

ჩემთვის წარმოუდგენელია, როცა ადამიანი ტაძარს აშენებს და თან ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა. ეს ორი რამ შესაბამისობაში არ მოდის.

 

ბურჭულაძის ბლოკი ანტიეროვნულია, სადაც თავმოყრილია  „ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები.

 

ვფიქრობ, მოსახლეობა, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ  ემხრობა, მათ ხმას არ მისცემს.  მათი ბლოკი  უპერსპექტივოა. ჩემი აზრით, „სახელმწიფო ხალხისთვის" პარლამენტში მანდატებს ვერ მოიპოვებს", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


შეგახსენებთ, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გუშინ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის დახმარების მიმღებთა რაოდენობას 500 ათასიდან მილიონამდე გაზრდის. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner