logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: აბსურდია, როცა ღალატში დებთ ბრალს ვინმეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოდ საერთოდ არ თვლით და ზოგადად სამშობლოს ერთგულება სრულიად უცხო ცნებაა თქვენთვის
- +

21 მარტი. 2023. 16:15

 

 

აბსურდია, როცა ღალატში დებთ ბრალს ვინმეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოდ საერთოდ არ თვლით და ზოგადად სამშობლოს ერთგულება სრულიად უცხო ცნებაა თქვენთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზოგიერთისთვის ცხოვრების წესად იქცა საქართველოსთვის ძირის გამოთხრა.

 

ამისთვის სწორედ მომავალი თაობა გაგცემთ პასუხს და ძალიან მალე ჩაგანაცვლებთ, რომელსაც დღეს გინდათ ამოეფაროთ და მხოლოდ ინსტრუმენტად გამოიყენოთ. ვინც საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ იბრძვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ასეთი სამწუხაროდ ძალიან ბევრია,  მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა. ამაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს. ერს, რომელიც 30 წელზე მეტია იბრძვის რუსეთის გავლენის სფეროდან თავის დასაღწევად, ვინც იმას ეუბნება, რომ პრო-რუსი ხელისუფლება აურჩევია მხოლოდ დასცინის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი სამხედროები ბოლომდე იდგნენ ავღანეთში NATO-ს ძალების მხარდამხარ.

 

დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი ჯარისკაცები ევროკავშირის მისიებში მსახურობდნენ ცენტრალურ აფრიკაში და მალიში; თქვენ კი რუსის იარლიყს აკერებთ. საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში ათწლიანი ბრძოლის შედეგად რუსეთს სამართლებრივად დაარქვა ოკუპანტი ქვეყანა! ეს მაშინ როდესაც 2008 წელს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, რომ რუსეთის აგრესიისთვის მსოფლიოს თავის სახელი ეწოდებინა და ეთქვა, რომ ეს იყო ,,რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ”. - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის პრინციპული გადაწყვეტილებით 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმების ჩათვლით, რამაც შეუქცევადი გახადა ევროკავშირში ინტეგრაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner