logo_geo
eng_logo
ცესკო-მ ვალერი კვარაცხელიას პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა
- +

31 აგვისტო. 2016. 17:01



ცესკო-მ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია - სოციალისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა.



განკარგულება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აწერს ხელს, ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.



საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ" ცესკო-ს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.



საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი" 113- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტია საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად ცესკო- თავმჯდომარეს მიმართავს სათანადო განცხადებით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ხელმძღვანელი პირი.

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ცესკო- მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანებისნეიტრალური საქართველო" 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბატონი ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ" ცესკო- 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

გამომდინარე ამ ახლად აღმოჩენილი გარემოებიდან, საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი" 77- მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვადგენ - საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისკვარაცხელია - სოციალისტები" და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 17 ივლისის №44/2016 განკარგულება ბათილად იქნას ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან", - ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც თამარ ჟვანია აწერს ხელს.



აღნიშნული განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner