FIBA-ს ექსპერტებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ევროპული ხუთეული დაასახელეს, რომელშიც საქართველოს ნაკრების 2 მოთამაშე - გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია მოხვდნენ.
ამასთან, FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მსურველებს ამ ხუთეულიდან ტურის საუკეთესო მოთამაშის არჩევაც შეუძლიათ. ქართველი კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.