„ფაქტია, რომ დღეს არსებული ბლოკი, არამცთუ „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია, ეს არის სუპერნაციონალური ძალა",- ამ სიტყვებით აფასებს პაატა ბურჭულაძის პარტიას ყოფილი თანაპარტიელი ირაკლი გურჩიანი „პრაიმტაიმთან" საუბრისას.
როგორც გურჩიანმა აღნიშნა, ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობა" ერთად არჩევნებზე „ნულს აიღებენ".
„ნაციონალები" ერთმანეთზე აკიდებული მკვდრები არიან და ფული აქვთ. ამას კიდე მეტ-ნაკლებად ჰქონდა რეიტინგი. სულ ეს არის მათი თავშეყრის მიზეზი. აგერ არჩევნები იქნება და ნახავთ, ნულს აიღებენ...
თავის დროზე დაიშალნენ და ახლა ფაქტია, რომ კვლავ იპოვეს ერთმანეთი პარლამენტში შესასვლელად", - განაცხადა გურჩიანმა.