logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო „გირჩის“ ამ მტრულ კამპანიას - სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმას, რომ გააიგივო ქართული ჯარი რუსულ ჯართან, იმას რომ ჯარისკაცობას უწოდო მონობა
- +

21 მარტი. 2023. 21:18

რამდენიმე საათის წინ „გირჩის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია აქციის შესახებ, რომლის სლოგანიც იყო „არა მონობას“ და „არა რუსულ ჯარს“. ამ თემაზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გააკეთა.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო „გირჩის“ ამ მტრულ კამპანიას - სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმას, რომ გააიგივო ქართული ჯარი რუსულ ჯართან; იმას რომ ჯარისკაცობას უწოდო მონობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მტრული დამოკიდებულება შენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს იწვევს დამატებით აგრესიას, როგორც ქართულ ჯარში, ასევე ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ კი განმარტა, რომ არც ეს აქცია და არც ეს სლოგანი „გირჩს“ არ ეკუთვნის, თუმცა პარტიაში აქციის შინაარსს იზიარებენ.

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner