logo_geo
eng_logo
CNN: სი ძინპინთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის წინადადება უკრაინაში სამშვიდობო გეგმის შესახებ კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი შეიძლება გახდეს
- +

21 მარტი. 2023. 22:13

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთის წინადადება უკრაინაში სამშვიდობო გეგმის შესახებ კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი შეიძლება გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

20 მარტს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ჩინეთის ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო გეგმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას უნდა ეფუძნებოდეს.

24 თებერვალს, ოფიციალურმა პეკინმა უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner