logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მხოლოდ სოროსის ფონდმა იხეირა - უცხოეთიდან ყველაზე დიდი უკონტროლო ფულის მიმღებმა ორგანიზაციამ
- +

21 მარტი. 2023. 22:59

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ემოციები დაცხრა!
სოროსი ხარობს - გამარჯვებული ისაა !
ახლა შეიძლება რამდენიმე კითხვის დასმა !
რას ზეიმობდა ე.წ. ოპოზიცია და რა აზეიმა ხალხს !
ხუნდაძეზე და დაჩი ბერაიაზე გამარჯვება არის ერის ამოცანა და იბერიის გაბრწყინება !კი ბატონო - რაღაც კანონი უკან გაიწვიეს და რააა !
 
შეიცვალა რამე !
გარეთ გაიხედავ და თუნდაც ელემენტარული , უმნიშვნელო მაინც გამოსწორდა !
ამისთვის გადაწვეს რუსთაველი !
ამისთვის იჩხუბეს და არბიეს ერთმანეთი !
რა სპექტაკლი დადგეს , რა უნდოდათ , რა სიკეთე მივიღეთ !
აბსოლიტურად არაფერი - შედეგი არის ზერო !
რამდენი ახალგაზრდა აომეს გულწრფელად და გაუთვიცნობიერებლად - რა შეიცვალა მათთვის - არც არაფერი !
მხოლოდ სოროსის ფონდმა იხეირა - უცხოეთიდან ყველაზე დიდი უკონტროლო ფულის მიმღებმა ორგანიზაციამ - თორემ არც სტუდენტები, არც გულწრფელი მოქალაქეები , არც მე და არც თქვენ 1 ცენტსაც არ ვიღებდით, არ ვიღებთ და არც მივიღებთ საზღვარგარეთიდან !
დიახ-სოროსის ფონდი და სოროსელები კვლავ მიიღებენ დიდ დაფინანსებას , მათ ფუფუნებაში ცხოვრებას საფრთხე არ შეექმნება - სოროსი კვლავ ისოროსებს და გააგრძელებს ქართველი ერის ტრადიციების , ეკლესიის , ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ ბრძოლას - ეს კი ნამდვილად მიაღწია ძია სოროსის ფონდმა და მისმა სატელიტებმა!
“ რიგითი სოროსის გადასარჩენად “ - ეს სპეცოპერაცია ნამდვილად წარმატებით დასრულდა !
ანუ თენგიზ აბულაძის უკვდავი ფილმიდან “ მონანიება “ ფრაზა რომ ოდნავ გადავაკეთოთ - “ ქურდები კვლავ იქურდებენ , ბოზები კვლავ იბოზებენ და разве ето нормально “ !
ამიტომ ვაფრთხილებდი ყველას - არ არის ეს ჩვენი ომი და სხვის ომში მხოლოდ შლეგები ომობენ!"- წერს სანდრო ბრეგაძე.
right_banner right_banner
არქივი
right_banner