ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული ვიდეომიმართვები არის ერთგვარი ხერხი საარჩევნოდ ხმების მოპოვებისა.
„მიხეილ სააკაშვილი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, მას საქართველოს მოსახლეობა არ ირჩევს. გამომდინარე იქიდან, რომ ის რჩება „საპატიო" თავმჯდომარედ დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ძალისა, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, რა თქმა უნდა, ეს არის მათი ხერხი, რომ რაღაც ხმები მოიპოვონ, რაშიც მე ეჭვი მეპარება.
მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვებს გაავრცელებს თუ არ გაავრცელებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ხალხმა ზუსტად იცის, „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის დროს როგორ ქვეყანაში ცხოვრობდა", - ამბობს ანი მიროტაძე.