„მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.
ბითაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას.
„ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს – ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი – სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტივად - არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ“, – წერს ბითაძე.