logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: მრცხვენია, რომ ვაიოპოზიციიდან ვიცნობ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არის, ფეხქვეშ გათელოს სამშობლო, კოლეგები, ადამიანები
- +

22 მარტი. 2023. 11:19

 

 

„მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ბითაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას.

 

„ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს – ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი – სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტივად - არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ“, – წერს ბითაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner