logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: როგორც ვხედავთ, ევროპარლამენტარებისთვის ორმაგი სტანდარტით მოქმედება ჩვეულებრივი მოვლენაა
- +

22 მარტი. 2023. 00:06

 

 

„ევროპარლამენტში არსებული ყველაზე დიდი ჯგუფის (epp) წევრები მანფრედ ვებერი, მონიკა ჰოლმაიერი და პეტრი სარვამა გამოდიან მოწოდებით - აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი შეიქმნას, აღნიშნული არა რომელიმე მესამე ქვეყნის სახელმწიფოს, არამედ ევროკავშირს შეეხება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს საფარად იყენებენ მოსყიდვისა და არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით,“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ყოველთვის მზად არიან დამკვეთის გულის მოგების მიზნით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთონ:

 

„ის, რაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი იყო, მისაღები აღმოჩნდა ევროკავშირისთვის. როგორც ვხედავთ, ევროპარლამენტარებისთვის ორმაგი სტანდარტით მოქმედება ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი ყოველთვის მზად არიან, დამკვეთის გულის მოგების მიზნით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთონ. მინდა ევროპარლამენტარებს შევახსენო, რომ რამდენიმე დღის წინ თქვენმა მიკერძოებულმა, არაკომპეტენტურმა განცხადებებმა, ზიანი მიაყენა საქართველოს! გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე? ერთი ხელით პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებთ, მეორე ხელით კი პოლარიზაციის ზრდას ახალისებთ. ეს ევროპული პოლიტიკის და კულტურის ნაწილია? ალბათ მალე გამოვა კელი დეგნანი და იტყვის, დღეს ევროპის დემოკრატიისთვის შავი დღე გათენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულება არსებობს, რომლის მიზანი საქართველოს მთავრობის და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაა, რათა საქართველოს ომში ჩართვა მარტივად მოხდეს“, - წერს ჩიხელიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner