logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები
- +

31 აგვისტო. 2016. 19:03



თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები.



მისი თქმით, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, კერძოდ ის, რომ 2011 წელს დაიწყო მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ამის მიუხედავად არ არსებობდა კონკრეტული პროცედურები, რომლითაც უნდა წარმართულიყო აღნიშნული წვრთნები.



ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც წვრთნები ეხება თითოეული ადამიანის, ამ შემთხვევაში ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, აუცილებელია, არსებობდეს მსგავსი პროცედურები. თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდათ იმ პიროვნებებს, ვინც ახორციელებდა ამ წვრთნებს. ხაზგასმით ვამბობ - ინსტრუქტორის სერთიფიკატი და არა მყვინთავის სერტიფიკატი. აქედან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს უწყებაში დამატებით მოვიკვლიეთ, ამ 6-7 წლის განმავლობაში ოფიციალურად არსებობდა თუ არა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი. სამწუხაროდ, ასეთი ვერსად აღმოვაჩინეთ", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner