წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ქალაქში შემოსასვლელი და მდინარე ლეხურის მიმდებარე ტერიტორია. ნარჩენის გატანა ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობამ“ უზრუნველყო.
კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ხეების დარგვის აქციაც გაიმართა.
დასუფთავების აქციასა და ნერგების დარგვის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობას“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
კასპის მუნიციპალიტეტი დასუფთავების და ხეების დარგვის აქციებს პერმანენტულად ატარებს.