თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, კაცი უსინათლო იყო, ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა და გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.