ტელეკომპანია „GDS"-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ერქმევა.
პროექტს ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი გაუძღვებიან, რომლის პირველი გადაცემა აჭარიდან 1 სექტემბერს, 12:00 საათზე პირდაპირ ეთერში გავა.
მაყურებელი გადაცემას ტელეკომპანია „GDS"-ის პირდაპირ ეთერში და 2030.NEWS-ზე ნახავს.