"განწყობა იყო პოზიტიური. განწყობას ზურგს უმაგრებს ის ბოლო ანალიტიკური დასკვნა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოზე მოამზადა," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ.
„დასკვნის დადებითი ეფექტი იგრძნობა ყველა შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტივი შექმნის მყარ საფუძველს, რომ მომავალში დავაშენოთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური განვითარებები ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.