„ზოგადად, მნიშვნელოვანია, განვითარდეს ოპოზიცია და ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ამას ხელს, როგორც საკანონმდებლო, ისე სხვა ბერკეტებით",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი პარტია გადალახავს ოქტომბრის არჩევნებზე 5%-იან ბარიერს, მით უფრო უკეთესი იქნება პლურალიზმისთვის.
„რაც უფრო მეტი პარტია გადალახავს ბარიერს, მით უფრო უკეთესი იქნება პლურალიზმისთვის. დანარჩენს არჩევნები გვიჩვენებს",- განაცხადა კობახიძემ.