logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტი პარტია გადალახავს ბარიერს, მით უფრო უკეთესი იქნება
- +

31 აგვისტო. 2016. 19:05


 

„ზოგადად, მნიშვნელოვანია, განვითარდეს ოპოზიცია და ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ამას ხელს, როგორც საკანონმდებლო, ისე სხვა ბერკეტებით",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა.


კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი პარტია გადალახავს ოქტომბრის არჩევნებზე 5%-იან ბარიერს, მით უფრო უკეთესი იქნება პლურალიზმისთვის.


„რაც უფრო მეტი პარტია გადალახავს ბარიერს, მით უფრო უკეთესი იქნება პლურალიზმისთვის. დანარჩენს არჩევნები გვიჩვენებს",- განაცხადა კობახიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner