logo_geo
eng_logo
ბლინკენი: ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა, უნდა დააპატიმროს პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ვიზიტით ეწვევა
- +

23 მარტი. 2023. 00:59

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა, უნდა დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ვიზიტით ეწვევა.

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ვინც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა და აქვს ვალდებულებები, უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner