logo_geo
eng_logo
მაია სანდუ: დღეს გამოვაქვეყნეთ კანონი, რომელიც ადასტურებს ისტორიულ და უდავო ჭეშმარიტებას - მოლდოვის სახელმწიფო ენა რუმინულია
- +

23 მარტი. 2023. 00:20

"დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ კანონი, რომელიც ადასტურებს ისტორიულ და უდავო ჭეშმარიტებას - მოლდოვის სახელმწიფო ენა რუმინულია, "- განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

„მინდა რუმინულმა ენამ გაგვაერთიანოს ყველა ჩვენგანი, ვინც აქ ვცხოვრობთ და ვისაც ეს მიწა გვიყვარს. ჩვენ, მთელ მსოფლიოში ოცდაშვიდ მილიონზე მეტ ადამიანთან ერთად, ვსაუბრობთ რუმინულად, ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მაია სანდუს თქმით, ისინი, „ვინც ათწლეულების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ, მოლდოვის მოქალაქეები, ვსაუბრობთ „მოლდოვურ“ ენაზე და არა რუმინულად მხოლოდ ჩვენი დაყოფის მიზანს მისდევდნენ“.

16 მარტს მოლდოვის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუმინული ენის კონცეფციის კონსოლიდაციას ქვეყნის ყველა კანონში, ნაცვლად მოლდოვური ენისა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner