ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები უნდა მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის და მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
„რუსეთი ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის მოემზადა და ჩვენც ასე უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-იანი ზღვრის მიღმა.