„პრეზიდენტის შეფასება გამიკვირდა იმიტომ, რომ კონტექსტი მისთვის ყველაზე კარგად გასაგები უნდა იყოს,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, არ შეიძლება პოლიტიკური შეხედულებებით ადამიანების სეგრეგაცია მოხდეს საზოგადოებისაგნ.
„პრეზიდენტის შეფასება გამიკვირდა იმიტომ, რომ კონტექსტი მისთვის ყველაზე კარგად გასაგები უნდა იყოს; იმიტომ, რომ ის არის იმ თაობის, იმ ხალხის წარმომადგენელი, რომელსაც მოუწია საქართველოდან დევნაში ყოფნა, ზუსტად მას უნდა ესმოდეს რას ნიშნავს ადამიანის გარიყვა. საქმე იმაშია, რომ ერთეული შემთხვევებით იქნება სწორედ აღქმები. აღქმები, თითქოს ეს არის სახალხო პროტესტი, თითქოს ეს არის ზოგადი განწყობა.
აუდიტორიაში პოლიტიკას და პოლიტიკურ დღის წესრიგს არაფერი არ ესაქმება და მე თავადაც ბევრი წლების მანძილზე ვასწავლიდი უნივერსიტეტში, არ ესაქმება არც ლექტორის და არც სტუდენტის მხრიდან. თუ ვინმე არ ეთანხმება რომელიმე ლექტორს, მათ შეუძლიათ არჩევა. ვგულისხმობ იმ ტენდენციას, რაც მოჰყვა შემდეგ აქციას უნივერსიტეტში, ადამიანების გამიჯვნა, ჩვეულებრივი სეგრეგაცია - რაც გულისხმობს ადამიანების მოკვეთას ცხოვრების სეგმენტებიდან,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.