logo_geo
eng_logo
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“
- +

31 აგვისტო. 2016. 19:07



1-6 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.


წელს, ღონისძიების სტუმრები იქნებიან ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან.


„ნიქოზის" ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები. მათ ნაწილს თავად ავტორები წარადგენენ.


ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, კინოცენტრი „ქართული ფილმი - აფხაზეთი", დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და  სხვები.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

599 880027 სოფო ჟვანია

animmariam@yahoo.com







ფესტივალის პროგრამა:


1 სექტემბერი

ფესტივალის გახსნა

მხატვარ გოგი მიქელაძის Gogi Mikeladze ART ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა

პრეზენტაცია: ჯანალბერტო ბენდაზი (იტალია) - კინოკრიტიკოსი, მსოფლიო ანიმაციურ ენციკლოპედიას წარადგენს, რომელშიც ქართული ანიმაციაც არის წარმოდგენილი.

ალექსანდრე ოქროპირიძის სახელოვნებო სკოლის ბავშვების შემოქმედების ჩვენება


ანიმაციური პროგრამა:

1. ანიმაციური სტუდია "ფოლიმაჟი" (საფრანგეთი) კორინ დეტომბი - პროდიუსერი


2.ანიმაციური ფილმის "ჯიბის კაცის" ნაწყვეტები, რომელიც ფრანგული ანიმაციური სტუდია "ფოლიმაჟის" ქართველ ხელოვანთან თანამშრომლობით ხორციელდება


3."ჰან ფილმ" (გერმანია) გაბორ შტაიზინგერი (ანიმატორი)


2 სექტემბერი

1. "NEF ანიმაცია" ხავიერ კავა-ტოპორი (საფრანგეთი) რეჟისორი

NEF Animation - Nouvelles Ecritures pour le Film d'Animation

2. "ანიმა ფესტივალი" კარინ ვანდერნიდტი (ბელგია)

3.ანიმაციური ფილმების სტუდია "ანიმოსი" (რუსეთი)

4.ანიმაციური ფილმების რუსეთის ღია ფესტივალი "სუზდალის ექო"

5."ტინდირინდის" ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (ლიტვა)

5. ფესტივალი "თბილისი - თანამედროვე მუსიკის საღამოები"

თამარ ჟვანია - ფორტეპიანო

3 სექტემბერი

ანიმაციური პროგრამა:

1. ჯანალბერტო ბენდაზი (იტალია) კინოკრიტიკოსი

2. დრეზდენის ფესტივალი (გერმანია)


4 სექტემბერი

1. ზებრა ფესტივალი (გერმანია)

2. ანესის ფესტივალი (საფრანგეთი)

3. ხელის ჩრდილების თეატრი "ბუდრუგანა გაგრა" და პიანისტი ნანა ხუბუტია სპექტაკლი "უპატრონო ურო,"

ფესტივალი "თბილისი - თანამედროვე მუსიკის საღამოები"


5 სექტემბერი

1. მაურო კარარო (იტალია) რეჟისორი

2.იეჟე კუჩა (პოლონეთი) რეჟისორი

3."ჰუმრა"- ანიმაციური ფილმები ადამიანის უფლებების შესახებ

4. გორის ქალთა კამერული გუნდი


6 სექტემბერი

1. კანადის ეროვნული კინოცენტრის პროგრამა

2. ანჩისხატის ტაძრის გუნდი

ფესტივალის დახურვა


სემინარი

2, 3 და 5 სექტემბერს კი ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი ანიმაციური ფილმების დამდგმელი მხატვრის გაბორ შტაიზინგერის სემინარი, გაიმართება თემაზე - ფილმის წარმოებისათვის ანიმციური პერსონაჟის შექმნა და ფილმის წარმოებისთვის მომზადება, რომელიც სოფელ ნიქოზში წმ.ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლაში ჩატარდება.


სემინარი „ჰან ფილმის", გოეთეს ინსტიტუტისა და სტუდია „კვალი XXI"-ის თანადგომით, საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზის"-ფარგლებში გაიმართება









თბილისიდან ნიქოზში სტუმრების გამგზავრებას ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს (უფასოდ)


გასვლის დრო და ადგილი, ვარდების მოედანი:

1 სექტ, 11:00 სთ.

4 სექტ. - 12 სთ.

2, 3, 5, 6 სექტ. - 09:00 სთ

ფესტივალი დაახლ. 18:00-20:00-მდე გაგრძელდება


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ (+995) 599 466 156



მხარდამჭერები:

CheckinGeorgia

Institut Francais De Georgie

Goethe-Institut Georgien

#იტალიისსაელჩო

#სტუდიაკვალიXXI

#პოლონურიფილმებისინსტიტუტი

#ვარშავისხატებისმუზეუმი

ბუდრუგანა გაგრა • Budrugana Gagra

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი

#ფესტივალითბილისითანამედროვემუსიკისსაღამოები

#საქართველოსამერიკელიმეგობრები

#საქართველოსიუნესკოსსაქმეთაეროვნულიკომისია

Binekhi

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია • Georgian Sommelier Association

#არტკონტური

რადიო შოკოლადი

Presentatorium • პრეზენტატორიუმი

Marketer.ge




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner