logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ფეთჰულა გიულენის შესაძლო ექსტრადიციის საკითხს „დიდი ოცეულის“ ფარგლებში განიხილავენ
- +

31 აგვისტო. 2016. 19:10



თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაგიმ კალინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარა ობამა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯე აი ერდოღანი მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის შესაძლო ექსტრადიციის საკითხს ჩინეთში, „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში განიხილავენ.



მოლაპარაკებების ფარგლებში, რა თქმა უნდა, განიხილება გიულენის ექსტრადიციის საკითხი. ჩვენ ამის მოლოდინში ვართ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ", - განაცხადა იბრაგიმ კალინმა.



თურქეთის პირველი პირი ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ოფიციალურ ვაშინგტონს მის ექსტრადიციას სთხოვს.



„დიდი ოცეულის" სამიტი ჩინეთში 4-5 სექტემბერს გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner