logo_geo
eng_logo
ჯეფრი საქსი: ბევრჯერ მივეცი რჩევა უკრაინელ ხალხს და მთავრობას, რომ არ მოხვედრილიყვნენ ამ მარიონეტულ ომში აშშ-სა და რუსეთს შორის, ვინაიდან მათი ქვეყანა განადგურდებოდა
- +

23 მარტი. 2023. 12:59

 

 

ჩემი პოზიციაა, რომ ეს ომი მალე უნდა დასრულდეს, თუნდაც ახლავე, გონივრული მოლაპარაკებების საფუძველზე. ამერიკის პოზიციაა: არა, ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა პუტინის დამარცხებაა. ჩემი აზრით, ეს არის როგორც არასწორი, ისე სრულიად არარეალისტური”, - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა ერთ-ერთ სლოვენიურ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

 

ჯეფრი საქსის თქმით, მან ბევრჯერ გააფრთხილა უკრაინელები ომში ჩართვის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ. აღნიშნულ თემაზე საუბრისას, მან ავღანეთის მაგალითი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლაც განაგრძობს განადგურებას. მისი განცხადებით, მეორე მხრივ, არავინ საუბრობს იმ მნიშვნელოვან დეტალზე, რომ რუსეთის ფედერაცია ბირთვულ იარაღს ფლობს.

 

მე უკვე ბევრჯერ მივეცი რჩევა უკრაინელ ხალხს და მთავრობას რომ არ მოხვედრილიყვნენ ამ მარიონეტულ ომში აშშ-სა და რუსეთს შორის, ვინაიდან მათი ქვეყანა განადგურდებოდა და ეს არის ტრაგედია. მე ვუთხარი უკრაინელებს: შეხედეთ ავღანეთს, ეს ისაა რასაც გინდათ დაემსგავსოთ? ოკუპაციის 15 წელი და განგრძობადი განადგურება? 20 წელი ფაქტობრივად ამერიკის შეჭრიდან - არ გააკეთოთ ეს. მე ვუთხარი მათ: მთელი ჩემი ცხოვრებაა, აშშეხმარება“. ვიეტნამი, კამბოჯა, ლაოსი, ერაყი, სირია, ლიბია - ეს რა სახის დახმარებაა? ეს სრულდება ქვეყნის განადგურებით,“ - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

 

მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს მსგავსი მიდგომა დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. როგორც ჯეფრი საქსმა განმარტა, 1992 წლიდან, აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელმა დომინანტურმა ჯგუფმა დაიჯერა, რომ შტატები არის მსოფლიოს ერთადერთი სუპერ ძალა. შესაბამისად, ის მართავს მსოფლიოს და ასევე უნდა გაგრძელდეს. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ უკრაინელებს არ აქვთ უფლება, აირჩიონ თავიანთი მომავალი, პროფესორმა საქსმა განაცხადა, რომ უკრაინელებს აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური მომავლის არჩევის უფლება, მაგრამ სამხედრო მომავლის - არა.

 

აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ჯეფრი საქსმა პარალელი გაავლო აშშ-მექსიკის მდგომარეობასთან და გააკეთა პროგნოზი, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მექსიკის მხრიდან ჩინეთთან სამხედრო ალიანსის შექმნას.

 

უკრაინელებს აქვთ უფლება, აირჩიონ ეკონომიკური მომავალი, პოლიტიკური მომავალი მაგრამ არა სამხედრო მომავალი. ვინაიდან, სამხედრო მომავლის არჩევის დროს, როცა უკრაინელები ამბობენ, ჩვენი მომავალია, აშშ-ის სამხედრო ბაზები უკრაინაში - ეს არ არის არჩევანი, რომელსაც უკრაინა თავისით აკეთებს, ეს არის საფრთხე რუსეთისთვის. მე კატეგორიულად ვურჩევდი, მაგალითად მექსიკის მთავრობას, რომ არ შეექმნათ სამხედრო ალიანსი ჩინეთთან. ეს არ არის არჩევანი - ეს იქნებოდა საფრთხე. თუ ერთ დღესაც, მექსიკა იტყოდა, ჩვენ მოვუსმინეთ აშშ- ისინი ამბობენ რომ თავისუფალი ხალხი ვართ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, ამიტომ ვირჩევთ ჩინეთს პარტნიორად - ჩემი პროგნოზი ამ შემთხვევაში იქნებოდა, ის, რომ შტატების შეჭრა მექსიკაში დაიწყებოდა წუთებში. მე მკაცრად ვურჩევ მექსიკის მთავრობას, რომ არ შექმნას ჩინეთთან სამხედრო ალიანსი,“ - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner