პარლამენტის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ედიტე მედნესთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროექტებს დაეთმო, რომლებიც ლატვიის სახელმწიფოს მონაწილეობით ხორციელდება საქართველოში.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის საქმიანობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ყურადღება დავუთმეთ ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით ონკოლოგიის, მათ შორის, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ვისაუბრეთ ასევე დაძმობილებულ ქალაქებს - ლატვიის ქალაქ ვალკასა და ქუთაისს შორის კავშირების გააქტიურებაზე. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება ლატვიისა და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი კონფერენციის მოწყობა,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა ლომინაძემ.