პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „დროას“ უკანონო ენჯეო აქვს და „ევროპის დემოკრატიის“ ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც ის ევროპარლამენტარები აკონტროლებენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ.
პაპუაშვილის თქმით, ფონდის საქმიანობა დაფარულია და არავინ არ იცის, საქართველოში რას აფინანსებს.
„ამით მათ უარი ათქმევინეს აქციის მონაწილეებს, მათ შორის ჩვენი საზოგადოების ნაწილს იმაზე, რომ გაეგოთ, თურმე პარტია „დროას“ აქვს ყალბი ენჯეო და ამით იღებს უცხოურ დაფინანსებას. თურმე „გირჩს“, ანა დოლიძეს და სხვა პარტიებს აქვთ ყალბი ორგანიზაციები, რომლითაც ისინი იღებენ შემოსავლებს. თუნდაც „დროას“ შემთხვევაში, არის პარტია „დროა“ და ენჯეო „დროა“ და ყალბია იმიტომ, რომ მათ შინაარსი ერთი არ აქვთ, არამედ აქვთ სტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას, რომ მიიღოს უცხოური დაფინანსება, როგორც ხდება გადასახადის გვერდის ავლა. ან თავად ქალბატონი ხოშტარია, სანქციის გვერდის ავლაზე რომ საუბრობს, ზუსტად გვერდს უვლის ის ქართულ კანონმდებლობას მათ შორის. იმ ენჯეოს დამფუძნებელიც თვითონ არის, ხელმძღვანელიც თვითონ არის, იმ ენჯეოს არც თავისი ლოგო აქვს, არც თავისი ვებგვერდი, არც თავისი ფეისბუკგვერდი, საერთოდ არაფერს არ აკეთებს.
ერთადერთი დანიშნულებაა როგორც კი დაფუძნდა, იმავე დღიდან ქართულ ამონაწერთან ერთად აიღო ინგლისური ამონაწერი იმისთვის, რომ მიეღო დაფინანსება უცხოეთიდან. ამ შემთხვევაში, მან თავად განაცხადა, რომ დაფინანსებას იღებს „ევროპის დემოკრატიის“ ფონდიდან, სამწუხაროდ დღემდე ვცდილობ გავარკვიო რას აფინანსებენ საქართველოში, მაგრამ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, დაფარულია. ეს ფონდი, რომელიც არის შექმნილი ევროკავშირის მიერ, სადაც მის მმართველობაში არიან პარლამენტის ზუსტად ის წევრები, რომლების არიან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მფარველები, ისინი განაგებენ ამ თანხას და კაციშვილმა არ იცის რაში ხარჯავენ ისინი ამ თანხას. საქართველოში ეს არავინ არ იცის, ევროკავშირში ნაკლებად იციან, მეც მოვიკითხე სხვადასხვა ინსტიტუტებში და არავინ არაფერი არ იცის. აღმოჩნდა რომ არის ეს ფონდი და ჩვენთან აფინანსებს, „დროას“, „ტაბულას“, რომელიც არის პარტიული გაზეთი და ასე პარტიულ სტრუქტურებს აფინანსებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.