ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის წევრებმა ეკა სეფაშვილი საკითხზე „ბავშვები სამუშაო სამყაროში: ბავშვთა მავნე შრომის აღმოფხვრა“ მომხსენებლად დაამტკიცეს.
ანგარიშისა და რეზოლუციის ტექსტების შემუშავების შემდეგ, ეს საკითხი გადაეცემა ევროპის საბჭოს ასამბლეას, რომელიც კენჭს უყრის რეზოლუციას. სავარაუდოდ, ასამბლეა ამ საკითხს ამ წლის ბოლოს ან მომავალ წელს განიხილავს.