logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
- +

31 აგვისტო. 2016. 19:50



აქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს,  მიხაილ რუსის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ  ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში.


გიორგი კვირიკაშვილმა და მიხაილ რუსიმ ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების,  ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის  სფეროში არსებობს.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.  აღინიშნა ბელარუსის ბაზარზე ქართული მინერალური წყლისა და  ღვინის ექსპორტის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები.


მხარეებმა  ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს,  რომლის რიგით მესამე სხდომა, ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება.


მხარეებმა  დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები.  გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო განამტკიცებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნულ გამოფენას, რომელიც ხვალ გაიმართება და მასში  მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. გამოფენაზე ასევე  წარმოდგენილი იქნება საქართველო-ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner